Friday, August 7, 2009

ქართული ცეკვა




გეგმა

1.შესავალი
2.სარიტუალო ცეკვები.
3.ქართული”
4.ხორუმი.
5სამაია.
6.ფერხული.
7.აფხაზური ცეკვები.
8.აჭარული ცეკვები.
9.გურული ცეკვები.
10.მთიელთა ცეკვები.
11.სვანური ცეკვები.
12.რაჭული ცეკვები.
13.ოსური ცეკვები.
14.ქალაქური ცეკვები.
15.დასასრული.


შესავალი
ცეკვის ხელოვნება თავისი წარმოშობით უძველეს წარსულში იღებს სათავეს.ფიქრობენ რომ ტავდაპირველად ცეკვა წარმოიშვა ნადირობასთან,როგორც შრომის პირველად ფორმასტან კავშირში,ჯერ კიდევ ადამიანთა განვითარების ველურობის საფეხურზე.არ შეიზლება ყურადღების გარეშე დავტოვოთ ცეკვის წარმოშობასთან დაკავშირებით გამოტქმული ორი მოსაზრება მსოფლიო კულტურის მოღვაწეთა მხრიდან,რომელთა შორის ერთნი ცეკვას მიიჩნევენ დამოუკიდებელ ხელოვნებად,მეორენი კი ცეკვას წარმოგვიდგენენ თეატრალურ ხელოვნებასთან და მასში შემავალ კომპპონენტებთან კავშირში.
სეიძლება ითქვას რომ ცეკვის ხელოვნება კაცობრიობის საკისაა.ცეკვის საწყისად გვევლინება ჟესტი,ჟესტი კი ყველაზე პრიმიტიული საშუალებაა,რომლითაც პირველყოფილმა ადამიანმა ისარგებლა,რომ ტავისი სულიერ და ფიზიკური მდგომარეობა გამოეხატა.
ცეკვა ადამიანთა მატერიალურ სამყაროსთან დაკავშირებული სულიერი მოთხოვნილების გამოხატულებაა.იგი ადამიანთა ქცევებისა და გრძნობების ასახვაა პლასტიკური ხერხებით.შეიზლება ითქვას,რომ ცეკვა სულისა და სხეულის დაპირისპიერებაა,სადაც როგორც წესი,სული განაგებს სხეულის ფიზიკურ მოქმედებას და მხოლოდ მაშინ ამართლებს თავის დანიშნულებას,როდესაც დაცულია წონასწორობა და მოქმედებას ამართლებს აზრი.
ცეკვისკენ მიდრეკილება ყველა ერში შეიმჩნევა..ყველა ხალხს ცეკვის თავისებური ,მისთვის დამახასიათებელი ფორმა აქვს შექმნილი, მათ შორის ქართველ ხალხსაც
ქართული ხალხური ცეკვა საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს. ახლა კი, მოდით, ჩავუღრმავდეთ ჩვენი ერის ამ დიდ საგანძურს და გავნიხილოთ იგი.


2. სარიტუალო ცეკვები.
ქართველები ისევე, როგორც კავკასიის სხვა ხალხები წეს ჩვეულებებს ასრულებდნენ სიმღერისა და ცეკვის თანმხლებით. ერთ-ერთი ასეთი ცეკვა იყო ეპიდემიურ დაავადებათა დროს შესასრულებელი.
ავადმყოფის ტანჯვის შესამსობუქებლად ცდილობდნენ ”ბატონებისთვის” ესიამოვნებინათ, ამიტომ ჩვეულებრივ გაისმოდა ჩონგურის ხმა და იავნანას სიმღერა.
ცნობილია ასევე სამგლოვიარო რიტუალური ხასიათის ცეკვები. ამ ცეკვებზე, სამწუხაროდ, ძალიან ცოტა ცნობები დარჩა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ დაკრძალვის დროს ამ ცეკვებს მთვარი ტომი ასრულებდა და ისინი, უეჭველად, წარმოიშვნენ წარმართულ პერიოდში.
მეტისმეტად თავისებურია სვანური ფერხულები. ასევე აფხაზეთში განსაკუთრებული ცეკვებით აღინიიშნებოდა გაზაფხულის პირველი ყვავილობის დღესასწაული, რომელიც ეძღვნებოდა ტყის ღმერთს მიზითხისას.
ბავშვის, განსაკუთრებით ვაჟის დაბადება, ქართულ ოჯახში აღინიშნებოდა საცეკვაო წეს ჩვეულებით.ბავშვის დაბადების მერე ნათესავები იკრიბებოდნენ ვახშამზე, სადაც იწყებოდა ცეკვა მუსიკის ფონზე. შემდეგ ქალები და კაცები ფერხულის ცეკვით შედიოდნენ ახალშობილის სახლში და იქ კვლავ იწყებოდა სიმღერა და ცეკვა სამაიასი. ეს წესი ცნობილი იყო ”ძეობის” სახელწოდებით.
ბუნების მწარმოებულურ ძალთა პატისაცემად ყველაზე მკაფიო ქართული საცეკვაო სანახაობა იყო ”ბერიკობა”.
”ბერიკობა” ქართული ხალხური მასკარადია, რომელიც იწყებოდა ყველიერის დღეებიში. ”ბერიკობა” ცნობილი იყო საქართველოს ყველა კუთხეში რამოდენიმე კაცისგან შემდგარი ჯგუფი განსაკუთრებით კოსტუმებითა და ნიღბებით ასრულებს იმპროვიზებულ სცენებს.უზველეს დროში წარმოშობილი ”ბერიკობა” სრულდებოდა ფერხულში, რომლის მონაწილენი ერთმანეთს ეხმიანებოდნენ რეპლიკებითა და საცეკვაო მოძრაობებით.


3. ”ქართული”

ცეკვა ქართულის შესავალი ნაწილი- დასაწყისი ”დავლურია”. იგი დინჯი და პლასტიკური ცეკვაა. მისი სახელწოდება დავლისაგან წარმოდგება.
”დავლური” წყვილით ცეკვის ქართული შესრულების დროს, როგორც მისი შესავალი ნაწილი დღეისთვის იშვიათად გვხვდება. იგი ამჟამად სპეციალილსტთა ჩარევით ქალვაჟთა მასობრიოვ ცეკვათ გადაიქცა, თუმცაც როგორც წესი მის დასკვნით ნაწილში ქალვაჟის ერთი წყვილი მაინც ცეკვავს ქართულს.
ცეკვა ქართული წარმოადგენს ქართული ხალხური შემოქმედების მშვენიერებას, მის სილამაზეს და იგი აგებულია ქალ-ვაჟის სიყვარულზე, მათ სათუთ გრძნობებზე და მათ რაიდნულ სულზე.
ცეკვა ქართული წარმოადგენს ქართველი ხალხის თავისებურებების და განცდების პირდაპირ ანარეკლს. ამ ცეკვაში თავს იყრიდა ქართველი ხალხის ქორეოგრაფიული შემოქმედების საუკეთესო თვისებები.
http://www.youtube.com/watch?v=viGRjqmdsoA - ქართული ცეკვა.


4, ”ხორუმი”

”ხორუმი” გმირული ხასიათის ცეკვაა. მას მხოლოდ მამაკაცთა ჯგუფი ასრულებს. მონაწილეთა რაოდენობა ნებისმიერი შეიძლება იყოს.
”ხოორუმში” ხაზგასმულია სიუჟეტურობის ელემენტი. იგი ასახავს მტრის საბრძოლო ძალების დაზვერვას, თავდაცვის და შტევის მომენტებს, მტერზე გამარჯვებას, ბრძოლის ველიდან დაჭრილი მეომრების გაყვანას და სხვა. ცეკვა რამოდენიმე ეპიზოდისაგან შედგება, მთლიანად კი ერთ სუნთქვაზე აგებულ კომპოზიციას ქმნის. ხორუმის სიუჟეტი შედგება ოთხი ნაწილისგან: 1. მეომართა დასაბანაკებლად ადგილის ძებნა. 2. მტრის დაზვერვა. 3. იერიში, ბრძოლა და 4. მტერზე გამარჯვება და ზეიმი.
ცეკვა ”ხორუმის” მთავარი არსი სისხლის უკანასკნელ წვეთამდე გამარჯვებისთვის ბრძოლაა.


5. ”სამაია”

”სამაია” ანუ ”სამა” არის სარიტუალო წყობის ცეკვა, რომელსაც წინათ ასტრულებდნენ როგორც ქალები, ასევე ქალ-ვაჟებიც და ცალკე ვაჟებიც. მას ასრულებდა არა მხოლოდ სამი მოცეკვავე, არამედ შემსრულებელთა ნებისმიერი რაოდენობა. უკანასკნელ პერიოდამდე ”სამაია” მამაკაცთა სსრულებით შემორჩენილ იყო ფშავში. მას ასრულებდნენ როგორც ხატობაში, ასევე ქორწილსა და ძეობებში.
დღეისათვის გავრცელებული ცეკვა ”სამაია” მხოლოდ სამი ქალის შესრულებლით შექმნილია სვეტიცხოვლის ტაძრის ფრესკის ფრაგმენტის საფუძველზე.


6. ”ფერხული”

ფერხული, როგორც ძველი ქართული ცეკვების მეტად გავრცელებული ფორმა თვისი წარმოშობით ყველაზე უძველეს საცეკვაო ფორმას წარმოადგენს. ფერხული თავისი ფორმითა და შინაარსით სხვადასხვანაირია. ფორმის მიხედვით არსებობს წრიული, წრე წრეში ჩასმული, ერთ, ორ და სამ სართულიანი ფერხულები, ფერხული წრის შიგნითა მოთმაშით, ფერხულები მწკრივის სახით, რომლებიც ფერხისად იწოდებოდნენ.



7. აფხაზური ცეკვები

აფხაზური ცეკვები მეტად დინამიურია და სხარტი. მისთვის დამახასიათბელია ქროლვით დავლა, ცალ ან ორივე ცერზე ცეცხლოვანი მოძრაობა. აფხაზური ცეკვის შემსრულებლები თვიანთი უშუალობით მაღალი საცეკვაო ტეხნიკით, სიმკვირცხლით, ცეკვის არსის სწორი გადმოცემით და არტიციზმით გამოირჩევიან. თავდაპირველად აფხაზური ცეკვა მხოლოდ სიმღერის თანხლებლით სრულდებოდა. აფხაზური საცეკვაო სიმღერა მკვეთრად გადმოსცემს ცეკვების მეტყველსა და მძაფრ მოძრაობებთან ხასიათს,რაც ყველა მოცეკვავეს მეტად დინამიკურ და ხალისიან განწყობას უქმნის.უკანასკნელ დროს ეს სიმღერები და ცეკვები დოლმა და გარმონმა შეცვალა.



8.აჭარული ცეკვები.
აჭარული ცეკვები ”განდაგანა” და ”მხარულუ” ორი სხვადასხვა ხასიათის ცეკვაა.თავდაპირველად მათ განსხვავებული ქორეოგრაფიული ნახატი გააჩნდათ და ცალცალკე,ერთმანეთისგან დამოუკიდებლად სრულდებოდნენ.ბოლო დროს ”მხარულის” ილეთები ”განდაგანას” ილეთებს შეუტავსეს და საბოლოოდ ერთი მთლიანი ცეკვა ”განდაგანა”ჩამოყალიბდა.
”განდაგანა”ქალ-ვაჟის სატრფიალო,იუმორით აღსავსე ცეკვაა,დასაწყისში მოძრაობა მეტად ზომიერი და ტთავდაჭერილია,შემდეგ კი სწრაფ მოძრაობაში გადადის,ძველი წეს-ჩვეულების მიხედვით აჭარელი ქალი უცხო მამაკაცს სახეს არ უჩვენებდა,მას პირბადე ჰქონდა ჩამოფარებული.ასეთი ტრადიცია ზღუდავდა დღესასწაულების დროს ქალებისა და მამაკაცების ერთმანეთთან შეხვედრის საშუალებას.
სახელწოდება ”განდაგანა”შეიძლება წარმოშობილიყო ქალისა და ვაჟის ცეკვის ორი საწინააღმდეგო მხრიდან-გაღმიდან და გამოღმიდან-დაწყებასთან,ანუ გან-და-განიდან.



9.გურული ცეკვები.
გურიაში განსაკუთრებით აღინიშნებოდა აღდგომის დღესასწაული.ფერხული აჯამებდა და აგვირგვინებდა იმ საზეიმო განწყობას,რომელიც აღდგომასთან იყო დაკავშირებული.საფერხულო მოძრაობები ტავიდან დინჯი იყო,შემდეგ კი,თანდათანობით ტემპი იმატებდა და სისწრაფეს იზენდა.გურულ ფერხულს ტავისი სასიმღერო ტექსტიც ჰქონდა.გურიაში ამ ცეკვას ქალები ასრულებდნენ.ვაჯები ამგვარ ცეკვაში თუ ცაებმებოდნენ,მხოლოდ იმ მიზნით,რომ ქალებისთვის გამოეჯავრებინათ.




10.მთიელთა ცეკვები.
მთიელტა ცეკვები საქართველოს მთიან რაიონებში:მთიულეთში,ხევსი,ხევსურეთში,ფშავში,თუშეთში და სვანეთში მცხობრებ ხალხთა ცეკვებია.
ცეკბა ”მთიულური” ქართულ ხალხურ ცეკვებს შორის დიდი პოპულარობოთ სარგებლობს.იგი,საქართველოს ერთერთი კუთხის,მთიულეთის ცეკვადაა მიჩნეული.მიუხედავად იმისა,რომ ”მთიულური” უშუალოდ მთიულების ცეკვაა,ზოგიერთი საქართველოს მთიან რაიონებში მცხოვრებ ხალხთა ცეკვებსაც ”მტიულურთ მოიხსენიებს,რაც არაა მართებული.ისინი უნდა იწოდებოდნენ მთიელტა ცეკვებად და არა მტუ=იულურ ცეკვებად.
ცეკბვა ”მთიულურს განსაკუთრებული ადგილი უჭირავს ქართულ ქორეოგრაფიაში,რადგანაც მასსი რთული,მდიდარი და მრავაკფეროვანი ტექნოლოგია კარგადაა შერწყმული ვაჟის სილამაზესა და გმირულ სულთან.




11.სვანური ცეკვები.
სვანური დინამიკური ცეკვები და მათთან ორგანულად სერწჱმული გმირული ხასიათის სიმღერები ნათლად ასახავენ სვანეტის ბუნების სიმკაცრესა და მარადიულ სიდიადეს.სვანური ცეკვა ყოველტვის მისი შესატყვისი სიმღერის თანხლებით სრულდება.ცეკვა ცერულის სახელწოდება მიგვანიშნებს,რომ იგი თავისი ფორმით მხოლოდ ცერილებიტ შესრულებული ცეკვაა,რომელიც დამახასიათებელია სვანური ქორეოგრაფიისთვის.მასში ზოგჯერ ქალ-ვაჯებიც იღებენ მონაწილეობას,ვაი ილეთებითე ცეკვება ქალს,ქალი კი ძირითდად სვლებზე აგებული ქორეოგრაფიით იფარგლება.


12.რაჭული ცაკვები.
რაჭული ქორეოგრაფიული ხელოვნები ჩამოყალიბებაში საერთო ქართული ტრადიციების გვერდით ზალიან დიდი როლი უნდა ეთამაშა ისტორიულ-გეოგრაფიულ გარემოს და მისით ნაკარნახებ ცხოვრების წესს.რაჭაში ლხინის და გლოვის აუცილებელი ცხოვრებისეული რიტუალების პარალელურად ფართოდ იყო გავრცელებული ისეთი დღეობები და თამაშობები,როგორიცაა ”ცხენკაცობა”,”გონჯაობა”,”ბერიკობა”.
რაჭული ცეკვები უმეტესწილად სიმღერის თანხლებით სრულდება..სიმღერა აქ ერთგვარი აკომპანიმენტის როლს ასრულებს.რაჭული ფერხულების შესრულებისას აუცუილებლად გამოიყენება ისეთი კომპონენტები,როგორიცაა:გალექსილი ლექსი,სასიმღერო მელოდია და საკუთრვ საფერხულო მოძრაობა.


13.ოსური ცეკვები.
ოსური ცეკვები გამოირჩევა შესრულების თავისებური თავრაჭერილობით და სინარნარით.ოსური ხალხური ცეკვებიდან დღეისთვის გავრცელებულაია ”სიმდი”,”მიპატიჟება” და ”ზილგა”.
”სინდი ქალ-ვაჟის შესრულებით სატრფიალო შინაარსის წყნარ,ლირიკულ ცეკვების ჯგუფს მიეკუთვნება.მასში მონაწილეების რა=ოდენობა ნებისმიერია,ხოლო ქალ-ვაჟთა რაოდენობა თანაბარი.ოსურ ცეკვებში ვაჟი არ შეიზლება ცეკვის დროს ზურგით მოხვდეს ქალისკენ.ის არ უნდა შეეხოს ქალს.ცეკვიის დროს როგორც ვაჟის ,ასევე ქალის გამომეტყველება სერიოზულია.



14.ქალაქური ცეკვები.
”კინტოური” და ”ყარაჩოღური” ცეკვები 19ე საუკუნის ძველი თბილისის ქალაქურ ფოლკლორს მიეკუთვნება.”ყარაჩოღული” ცეკვა დინჯია და თავდაჭერილი.სიტყვა ყარაჩოღელი ყარაჩოხელისგანაა წარმომდგარი და თურქულად შავჩოხიანს ნიშნავს.
”კინტოური” განვითარდა ქალაქში.მას ძირითადად ასრულებენ ძველი თბილისის მოსახლეობის ხელოსანთა და ვაჭართა ფენები.”კინტოური” მოიხსენიება შალახოს სახელითაც.მას ორი კაცი ასრულებს.ცეკვა მხოლოდ მამაკაცები ასრულებენ.


15. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი და ქართული ანსამბლები

ქართული ქორეოგრაფიის ეს შდევრები საუკუნეების განმავლობაში თაობიდან თაობას გადაეცემოდა. საბედნიეროდ, საქართველოში მრავლდად გვყავდა და გვყავს ადამიანები, რომლებსაც უდიდესი წვლილი მიუძღვით ქართული კულტურის განვითარებაში. ესენი არიან ალექსი ალექსიძე, დავით ჯავრიშვილი, ჯანო ბაგრატიონი. საქართველოს ხალხური ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დამაარსებლები ნინო რამიშვილი და ილიკო სუხიშვილი.
ასევე არ უნდა დავივიწყოთ გამოჩენილი და ღვაწლმოსილი მოცეკვავეები რუსუდან ბერიანიძე, თეიმურაზ ბოლქვაძე, შალვა დოლიძე და სხვები.
დღეს საქართველოში მოღვაწეობენ სხვადასხვა ფოლკლორული ანსამბლები, რომლებიც იცავენ და ავითარებენ ხალხური შემოქმედების ტრადიციებს. ესენი არიან: სუხიშვილების ქართული ნაციონალური ბალეტი, ანსამბლილ ”ერისიონი” და ”რუსთავი”.
მათ ურთულესი, მაგრამ შემოქმედებითი თვალსაზრისით საოცრად ლამაზი და საინტერესო როლი ითამაშეს ქართული ეროვნული ქორეოგრაფიის ამაღლებასა და განათლებაში. მათ მსოფლიოს კულტურულ კაცობრიობას გააცნეს საქართველო და ქართული ფოლკლორი.


16. დასასრული

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ქართული ხალხური ცეკვა საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს, უფრო სწორად, საცეკვავო შემოქმედებას მაშინ ჩაეყარა საფუძველი. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ქართული ხალხური ცეკვა ისევე ძველია, როგორც თვითონ ხალხის ისტორია, მისი ყოფა და ტრადიციები.
ქართული ცეკვა უძველესი დროიდან თობიდან თაობას გადაეცემოდა, ბევრი რამ იხვეწებოდა, ზოგი რამ იკარგებოდა, მაგრამ არა იცვლებოდა მთავარი-ქართველი ერის ძლიერეი სულის ანარეკლი, რომელიც იარსებებს მანამ, სანამ იარსებებს ქართველი ერი.
ქართული ცეკვა- ეს ეროვნული მემკვიდრეობაა, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და გადავცეთ მომავალ თაობებს.

გამოყენებული ლიტერატურა

1. გაგულაშვილი ილია. ქორეოგრაფიული ფოლკლორის ძირითდი მოტივების ისტორიული ძირები. -ქუთაისი, 2002.-20გვ.

2. გვარამაძე ლილი. ქართული ხალხური ქორეოგრაფია. ძირითდი საკითხები.-თბ., 1957.-61გვ.

3. თათარაძე ავთნდილ. ქართული ცეკვათა განმარტებანი.-თბ., 1986.- 64გვ.

4. კასრაძე ქართლოს. ტრიუმფი გრძელდება.- თბ., 1982.- 418გვ.

5. კოკელიძე გრიგოლ. ზოგი რამ ქართულ ცეკვაზე.- თბ., 1977.-144გვ.

6. სუხიშვილი გიორგი. ქართული ხალხური ქორეოგრაფიის მოღვაწენი.-თბ., 1988.-304გვ.

7. ჭანიჭვილი რეზო. წერილები ქორეოგრაფიაზე.- თბ., 2002.- 263გვ.

ფოტოები google-დან:

No comments:

Post a Comment